ხვალ დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის განცხადებით, ხვალ, 26 მარტს დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან 12:00 საათამდე იმოქმედებს. 

მიზეზი ჩუღურეთის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „ჩემი გაზაფხული 2023“-ის ფარგლებში გასამართი გარბენია.

"შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე. მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით. ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი", - წერია მერიის განცხადებაში.

ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი