გამაფრთხილებელი აქცია სურამში - მოსახლეობა წყალმომარაგებისა და გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

აქცია სურამში - ადგილობრივები დაბაში არსებული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით,  შეიკრიბნენ. კურორტზე მთავარი პრობლემა ისევ წყალმომარაგებაა, რის გამოც მოსახლეობას დამსვენებელების მიღება უჭირს. მოსახლეობას ასევე აწუხებს გზის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა პრობლემები. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას პრობლემების მოსაგვარებლად რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

მათი თქმით, სურამში დამსვენებელი მათთან აღარ ჩერდება, სამაგიეროდ ტურისტები მრავლად ჰყავს ჩინოვნიკების სასტუმრობსა და ვილებს. 

"კანალიზაცია არ გავქვს, წყალი გააკეთეს, მაგრამ რად გინდა, როცა მოდის ტალახიანი მოდის, ზოგჯერ სულ არ მოდის, მემგონი სპეციალურად არ გვიკეთებენ გზას პარლამენტარება და დეპუტატებმა იყიდეს ადგილები, გააკეთეს სასტუმროები, ჩვენთან არ აკეთებენ გზას ორი ლუკმა პურის ფული რომ ავიღოთ",- ამბობენ ადგილობრივები. 

სურამში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს გამაფრთხილებელი საპროტეტო აქციაა და თუ მათ ხელისუფლება  ყურადღებას არ მიაქცევს, ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი