ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმობს.
საუბარია ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" წინ მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი დაიწყო, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.
ადგილოვბრივები მომხდარზე ამბობენ: "ეს კბენა რა არის? თუ არ ჰქონდა ადამიანს კლავდა ამის გულისთვის?"
ქუთაისელები ყვებიან, რომ მათი ინფორმაციით, კამათი ბილეთის არჰქონის გამო მოხდა. "თავიდან სასაცილოდ მომეჩვენა ეს, მაგრამ რომ დავფიქრდი ისეთი სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში და ქალაქში ხალხი ვამპირიზმზეა გადასული. იმედია, არ მიეცემა ხშირი სახე და არ დავკბენთ ერთმანეთს ავტობუსებში",- ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთმ რომ გუშინ, 25 მარტს ქუთაისში კონტროლიორმა მგზავრი დაკბინა.