ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, აწი მაინც ხო უნდა დაფიქრდნენ?! - მეუფე იაკობი

გამოქვეყნდა:

ჩვენი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ რომ წაიყვანოს, ახალგაზრდებს წინ დავაყენებ? მე გავალ თვითონ და მე ვიქნები პირველი და ასევე ჩვენი თაობა იქნება, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ. თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ.

დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ, გამოვიდნენ და... აწი მაინც ხომ უნდა დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგიშვებდნენ, დაგაბრუნებდნენ? შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება, პენსიებზე ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ, 400 მარტო ჟანდარმი ჰყავთ დაზარალებული და ხალხი რამდენი იქნება ხომ არ გამოაცხადებს საფრანგეთის მთავრობა.

საქართველოში რამე რომ ხდება, მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიოს ხელისუფლებებში, რომ ეს როგორ ხდება დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთ. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ ჩვენ საზღვარგარეთაც, ვინმე ჰქონიათ უცხო ერის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარდეს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს? ეს ხომ დიდი სისულელეა

თქვა ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას, რომელიც მარტის დასაწყისში პარლამენტის წინ მიმდინარეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი