"ვინმე გაბედავს პუტინის დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა?" - მეუფე იაკობის პროპაგანდისტული ქადაგება

გამოქვეყნდა:

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საკვირაო ქადაგებისას პუტინზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გადაწყვეტილება "არაფერს ნიშნავს". მისივე სიტყვებით, სასამართლოს ორდერი "თავის მოტყუებაა".

"რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [ICC-ის] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი არც რუსეთი არ არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხო მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს", - თქვა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი