"მგონია, რომ მეუფე შიოსა და მისი გარემოცვის დაწერილია" - თეოლოგი ილია II-ის წერილზე

გამოქვეყნდა:

თეოლოგები ილია მეორეს მიერ მსოფლიო პატრიარქთან გაგზავნილ წერილზე ფიქრობენ, რომ ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთს მხარს უჭერს. 

ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ილია მეორეს ხელწერა არაა და მისი ავტორები ის ადამაინები არიან, ვისაც საპატრიარქოში მართვის სადავეები აქვთ ხელთ. 

"ეჭვი მაქვს, რომ ეს არის არა თავად პატრიარქის მიერ, არამედ გარემოცვის მიერ ფორმურირებული ტექსტი, რომელსაც დღეს მართავს პატრიარქის სახელით საპატრიარქოს მართავს. პატრიარქთან შეთანხებული აუცილებლად იქნება, რომ მსგავსი რაღაც იგეგმება, მაგრამ ტექსტი მგონია, რომ არის მეუფე შიოსა და მისი გარემოცვის დაწერილი", -ამბობს მირიან გამრეკელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ღია წერილში საქართელოს ეკლესიის წინამძღვარი ბართლომეოს პირველს სთხოვს დაიცვას უკრაინაში არსებული მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია და მისი მეთაური მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ კიევ-პეჩორის ლავრიდან გააძევა. 

აღსანიშნავია, რომ ილია მეორეს და სინოდს აქამდე  ერთი სიტყვა არ უთქვამთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და დამოუკიდებლობაზე. 

საინტერესოა, რომ ილია მეორის წერლს წინ უძღვოდა კირილის მიმართვა, სადაც ის კიევ პეჩორისა და უკრაინაში მდებარე რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ტაძრების დახურვის შესაჩერებლად დახმარებას ითხოვს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი