"6-7 თვეა ხელფასი არ აუღიათ, უფროსები ტელეფონს არ პასუხობენ" - ევროპაში დასაქმებული 200-მდე ქართველი 55 დღეა გაფიცულია

გამოქვეყნდა:

ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფასი არ აუღიათ, დამსაქმებლები კი მათს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ და არც იმას ეუბნებიან, რატომ არ უხდიან კუთვნილ ხელფასს.

"არიან აქ ბიჭები, რომლებსაც 6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ და უფროსები არ პასუხობენ. არიან კატეგორია, მშიერი მუშაობენ და ერთმანეთს ვურიცხავთ რაღაც თანხებს",- ამბობენ მძღოლები. 

გაფიცული ტარილერის მძღოლები ხელისუფლებისგან დახმარებას ელიან. 200-მდე გაფიცული მძღოლი ამბობს, რომ მათ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოებს უკვე მიმართეს. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი