"ვთხოვე ხრეში დაეყარა -თქვენ ნაციონალებს მიეცით ხმაო" - შიდა ქართლში მოსახლეობა ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დაყოფაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სოფლებში ადგილობრივები სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტის ფულით მხოლოდ იმ უბნებში ხორციელდება, სადაც მმართველ პარტიას ერთგული მხარდამჭერები ეგულება.

ზეღდულეთის თემი მოსახლეობის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ისინი მერიის წარმომადგენელს არაერთხელ დაუკავშირდნენ, თუმცა მათი თქმით, დახმარებაზე უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

"რომ მივედი და ვთხოვე, სირცხვილია-მეთქი სულ ორი ადამიანი ვცხოვრობთ, ერთი გარე განათების ბოძი დაგვიყენე და ხრეში დაგვიყარე-მეთქი. დაიწყო, ნაციონალებს მიეცით ხმაო. რა შუაშია აქ ნაციონალები და ოცნება, არადა არჩევნები რომ იყო ამათ მივეცი ხმა. დახმარება მოდის, თავიანთში იყოფა, ტრაქტორები მოდის თავიანთში იყოფა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გორის მერის წარმომადგენელი ზეღდულეთში ბრალდებებს უარყოფს. დავით ცერცვაძე ამტკიცებს, რომ მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არ ყოფს, თუმცა პროვოკატორებს უწოდებს მათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს.

"უკანონოდ მიითვისეს ის გზა. ბოძი, რომელზეც უნდა დავაყენოთ სანათი ის მოაქციეს ბაღებში, ამიტომ იქ სანათის დაყენებას არ  აქვს აზრი და ვერც დავაყენებთ. გზას რაც შეეხება, რაღაც მონაკვეთი მოვაწესრიგეთ, 100 მეტრი დარჩა მოსაწესრიგებელი და მაგასაც ვგეგმავთ რომ მოვაწესრიგოთ. პოლიტიკური ნიშნით, ეგეთი რაღაც არ არსებობს, არც მომხდარა და არც მოხდება, სანამ მე ვიქნები აქ. ტყუილია, იგონებენ, პროვოკატორები არიან ეგენი", - თქვა დავით ცერცვაძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი