ადამიანი გარდაიცვალა, გაწევრიანებული იყო ბიბლიურ თავისუფლებაში და წესს ვერ ავუგებთ - შალვა კეკელია

გამოქვეყნდა:

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შალვა კეკელია "ბიბლიურ თავისუფლებაში" გაწევრიანებულ ადამიანებს ქვეყნის მტრებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი არიან "ძალიან ცუდი სექტის წევრები" და რომ  ამ "სექტაში" ნარკოდამოკიდებულებას უწევენ პროპაგანდას და რომ სურთ, ახალგაზრდები ნარკოტიკზე იყვნენ დამოკიდებული.

შალვა კეკელია ამბობს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ეკლესია წესს არ უგებს, რადგან ის "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო:

"რამდენიმე წუთის წინ ვიყავი ოჯახში, სადაც საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ჰყავს მეუღლე, 8 თვის ფეხმძიმე, 1 თვეში შვილი ეყოლებათ და ეს ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ადამიანი იყო გაწევრიანებული გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში და ზუსტად ვიცით, საპატრიარქოს განცხადებაც აქვს გაკეთებული, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ საშინელ სექტაში გაწევრიანებული, მათზე ღვთის მსახურება ჩატარდეს." ამბობს შალვა კეკელია ფეისბუქლაივში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი