ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბათუმის პირველი სკოლიდან მასწავლებელი და მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე ინტოკსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს.

"5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს", - ამბობს გოჩა დავითაძე.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი