ისრაელში, საყოველთაო გაფიცვებთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია, - ამის შესახებ განცხადებას საელჩო თავად ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, გაფიცვების დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია, თუმცა გადაუდებელი შემთხვევებისთვის ცხელი ხაზი მუშაობს.
გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია.
ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე.
გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500)", - ვკითხულობთ განცხადებაში.