მედიკოსები პროტესტს იწყებენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი პრაქტიკულად სრული შემადგენლობით დღეს კლინიკის მენეჯმენტისგან კონკრეტულ განმარტებებს ელოდა საავადმყოფოს და პირადად მათ ბედთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ. ტრადიციულ თათბირზე არცერთი კომპეტენტური პირი არ გამოცხადდა. ექიმების რეაქცია მყისიერი იყო - ამიერიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს ათასამდე თანამშრომელი ახსნა-განმარტებას პირადად პრემიერისგან მოითხოვს. მედიკოსები ქვეყნის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის და საკუთარი პროფესიული კარიერის გადარჩენისთვის იბრძვიან.