რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. "მთავარ არხთან" საუბრისას, მან თქვა, რომ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პირადად მიიღო.
"პირადი განცხადების საფუძველზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან", - თქვა პაპავამ.
მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მან პოსტის დატოვება და ხომ არ ყოფილა ზეწოლა, პაპავამ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებას კლინიკის დირექტორი გააკეთებს - "ზაზა ავალიანს მიმართეთ", - ამბობს პაპავა.
შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის რეაბილიტაციის მიზნით, შენობის დანგრევა დააანონსა. ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მუშაობის შეწყვეტის გარეშე მოხდეს. მათ ასევე ჯანდაცვისა და პრემიერმინისტრთან შეხვედრა სურთ.
ავტორი: ნინო გიგაური