გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სხვენში, კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივებმა სადეზინფექციო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც არასასიამოვნო სუნმა შეაწუხათ. ცხედარიც სწორედ სადეზინფექციო სამუშაოების დროს იპოვეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკაროა და ღამეს სხვენში ათევდა.