TV25-ის ინფორმაციით, ქობულეთში, მანქანას ხე დაეცა, ტრანსპორტში მყოფი ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
გამოცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
ფოტო: TV25.GE
იხილეთ ასევე: