"მიუხედავად არსებული უდიდესი რისკებისა, მე გადაწყვეტილი მაქვს ამ პროცესს მივყვე ბოლომდე და ხელმეორედ შევქმნა პრეცედენტი უკომპრომისო ბრძოლისა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ... ამ ეტაპზე გთხოვთ მთელი რიგი საორგანიზაციო და ტექნიკური ხარჯების დასაფარად ფინანსური შემწეობის გაღებას " - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია სამხარაძე წერს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული და ღირსების შემლახავი ბინძური კამპანია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მამყოფებს მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ფიზიკურ ტყვეობაში შესაძლო პროვოკაციების შიშით.
მიუხედავად არსებული უდიდესი რისკებისა, მე გადაწყვეტილი მაქვს ამ პროცესს მივყვე ბოლომდე და ხელმეორედ შევქმნა პრეცედენტი უკომპრომისო ბრძოლისა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ეს არის გენდერული, სოციალური და პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მოკლე ვადებში არ დასრულდება.
ახლა ჩემი ძალა მხოლოს თქვენს მხარდაჭერასა და სიმრავლეზე გადის. თქვენი კონსოლიდაციის გარეშე ამ უთანასწორო დაპირისპირებაში სრულიად მარტო დავრჩები. ამ ეტაპზე გთხოვთ მთელი რიგი საორგანიზაციო და ტექნიკური ხარჯების დასაფარად ფინანსური შემწეობის გაღებას, თქვენი შესაძლებლობების და სურვილის ფარგლებში.
სამწუხაროდ, კონკრეტული მიმართულებების და აქტივობების დასახელება, რომელსაც ვგეგმავთ ახლა შეუძლებელია მოსალოდნელი ხელისშემშლელი ქმედებების ალბათობის გათვალისწინებით.
თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას ვიღებ პირადად მე და პროცესის დასრულების შემდეგ, ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე წარვადგენ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას. ფინანსური შემწეობის მინიმალური ოდენობა შეგვიძლია განვსაზღვროთ 5 ლარიდან და ზემოთ.
მიმღები: თამარ სამხარაძე
ტერა ბანკი: GE29KS0036010146091601" - წერს თათია სამხარაძე