ჩაქვში ძლიერმა ქარმა სახლი დაანგრია - ხანდაზმული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ჩაქვში ძლიერმა ქარმა ხანდაზმულ წყვილს სახლი დაუნგრია. ქალი დაზიანებით კლინიკაშია გადაყვანილი.

"სახლი წააქცია. გათიშული იყო, ახლა კარგად არის, არაუშავს. დაჟეჟილობები აქვს. წასასვლელს მოვნახავთ მაგრამ შენი საკუთარი ხომ გინდა, ამაზეა ლაპარაკი, ხვალ რა ვქნათ და ზეგ", - ამბობს დაზარალებული გურამ ბოლქვაძე.

სტიქიას ებრძოდნენ მთელი დღე ბათუმშიც. ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა, ხეები წააქცია და სარეკლამო ბილბორდები მოგლიჯა. დაზარალებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ქობულეთში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და მანქანას დაეცა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი