"თქვენი 4 შვილიდან რომელიმეს რომ ასეთი დიაგნოზი ჰქონდეს, ხომ გადადგამდით მთებს?" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი მინისტრს

გამოქვეყნდა:

ხომ ბრძანდებით 4 შვილის მამა. წარმოიდგინეთ, თქვენი 4 შვილიდან ერთ-ერთს რომ ასეთი დიაგნოზი ჰქონდეს, ხომ გადადგამდით მთებს და ხომ შემოიტანდით საქართველოში ამ მედიკამენტს? - ამ სიტყვებით მიმართა აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი მოზარდის დედამ ჯანდაცვის მინისტრს უწყებასთან გამართული აქციის დროს.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ოჯახები წელიწადზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს  ელოდებიან და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად დაფინანსებას ითხოვენ. 

მშობლები მთელი დღეა საპროტესტო აქციას მართავენ აზარაშვილის უწყებასთან, თუმცა მინისტრი მათ არ პასუხობს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ახლა შექმნა ე.წ. საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მედიკამენტ "ვოზორიტიდის" სანდოობასა და ქვეყანაში შემოტანაზე იმსჯელებს. 

საბჭოს პირველი სხდომა დღეს უნდა გიმართოს და მშობლები ამ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს აყენებენ და იმ შემთხვევაში თუ 5 საათამდე არავინ შეხვდება და საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლებას არ მისცემენ, სამინისტროს შენობის პიკეტს აანონსებენ. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი