სტიქია რაჭაში. ონის რაიონში, სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი პატარა ღები. დაზიანებულია დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი გზა, ნიაღვარი შევარდა ნათესებშიც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები "მთავართან" საუბარში ამბობენ, ძლიერი წვიმა საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე დაიწყო და თითქმის ორი საათი გაგრძელდა. დაზიანებულია დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი გზა, ნიაღვარი შევარდა ნათესებშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, ონში ახლაც წვიმს.