ჩოხატაურში, უკვე მეორე დღეა, ახლობლები დაკარგულ კაცს, ბესო სიხარულიძეს ეძებენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ:
დაიკარგა სასწრაფოდ გაავრცელეთ! გუშინ საღამოს 5 საათის მერე იძებნება ჩოხატაურელი ბესო სიხარულიძე ის გადაადგილდებოდა. GOLF 3 MM-231-EE.
ბოლოს იმყოფებოდა სოფ: შუაგანახლებაში. თუ ვინმემ დაინახეთ ან გეცნობათ გთხოვთ მომწეროთ. გთხოვთ გააზიაროთ ...
ღმერთო გთხოვ დააბრუნე ჯანმრთელი, დედაო ღვთისა წმინდაო მარიამ გადააფარე შენი მადლიანი კალთა და ააცილე ყოველივე განსაცდელი, რომ დაუბრუნდეს ოჯახს, - წერენ ახლობლები.