ზუგდიდის ცენტრში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამი თვეა ელექტრო ენერგიისა და წყლის პრობლემა აქვთ. შენობაში მოუწესრიგებელია სველი წერტილებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
შენობაში მცხოვრებლებმა გუშინ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
"შუქი რომ ჩაქრება, პატარა ტირის, ვერ ვბან, სისუფთავე არაა, ფანჯარა არაა, ყველგან ქარი ქრის", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
ისინი ამბობენ, რომ თუ დახმარებას ვერ მიიღებნ აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.