სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე სხილაძეც ტოვებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს ეკატერინე სხილაძეც. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რჩება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

მისი თქმით, ყოველთვის ექნება სიამაყის განცდა იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მიაღწია.

"დასასრულს უახლოვდება ჩემი სახალხო დამცველის აპარატში მუშაობა, სადაც 9 წელი, 6 თვე და 6 დღე ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე. რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემა და წამოდგომა; უფრო მეტი - წარმატება.

მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ.

არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს, მეგობრებს, ჩემს ოჯახს. ელენეს, სპენსერს და ცუცას ჩემი რეჟიმის გაძლებისთვის.

წინ ბევრი ბრძოლაა და მე ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სხვაგვარად წარმოუდგენელია", - წერს სხილაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი