300 ათასი ლარი ავტომობილების შესაძენად. ავტოპარკის განახლების ტენდენცია რეგიონებს მოედო. ამჯერად ბიუჯეტის კოლოსალური თანხა მაღალჩინოსნების კომფორტისთვის ოზურგეთის მერიამ დახარჯა. ტენდერის პირობებში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ ავტომობილი უახლესი უნდა იყოს.
ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტის ავტოსადგომზე ადგილობრივებს, რომელებიც არაერთი მიმართვის მიუხედავად საკუთარი პრობლემების მოგვარებას უშედეგოდ ელოდებიან, მაღალჩინოსნების უახლესი მოდეელის მანქანები ხვდებათ.