ექსტრადირების მოლოდინში მყოფი კიდევ ერთი რეპრესირებული პოლიტიკოსი სუიციდით იმუქრება. ყირგიზეთის მოქალაქე მახაბატ ეგემ-ბერდიევა საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავად, უარი მიიღო.
ოპოზიციონერ ქალს ახლა სამშობლოში დაბრუნება ემუქრება. რაც იმას ნიშნავს რომ მას შეთითხნილი ბრალდებით გაასამართლებენ და როგორც პოლიტიკოსის უფლებადამცველები აცხადებენ, ციხეში შესაძლოა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.