ხობის გზაზე, პატრულის მანქანა ქვეითს დაეჯახა | ადგილობრივების ცნობით, კაცი სავალ ნაწილზე თავად გადავიდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდი-ხობის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ხეთას მიმდებარედ, საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულე ადგილობრივს დაეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც პოლიციის მანქანა დაინახა, გზის სავალ ნაწილზე გამიზნულად, მოულოდნელად გადავიდა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა პატრული მანქანას აჩერებდა.

ის მსუბუქი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დეტალები, რა სახის დაზიანება აღენიშნება მას, კლინიკაში სწრედ ამ წუთებში არკვევენ. პირველადი დათვალიერებით მოტეხილობები და მძიმე დაზიანება არ აქვს 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი