მარტის აქციებზე დაკავებული "პუბლიკასა" და "ტაბულას" ჟურნალისტების საქმეზე საქალაქო გადაწყვეტილებას 18-19 აპრილს გამოაცხადებს 

გამოქვეყნდა:

ფსიქოლოგიური ტერორი მარტის აქციების მონაწილეების მიმართ და შუაღამეს დაწყებული და გამთენიისას დამთავრებული სასამართლო პროცესები.

საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 2 მარტს დაკავებული ჟურნალისტების ზურა ვარდიაშვილისა და ბექა ჯიქურაშვილის საქმეების განხილვა 10-საათიანი და 13-საათიანი დაგვიანებით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ფიგურანტები სასამართლოში გუშინ, დღის 12 საათისთვის იყვნენ დაბარებული.

მათ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, თუმცა ვერც სასამართლოში პოლიციელის ჩვენების შემდეგ მიიღეს პასუხი - რატომ დააკავეს.

ზურა ვარდიაშვილის პროცესი სულ რამდენიმე საათის წინ - დილის 5 საათზე დასრულდა, გადაწყვეტილება კი 18 აპრილს გამოცხადდება. ხოლო ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 19 აპრილს გამოაცხადებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი