ჩვენ ეზოებში კეთდება, ადგილი შეუსაბამოა - წყალტუბოში, 5 სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში, 5 სოფლის მოსახლეობა მუნიციპალიტეტში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს, რომელიც 60 ჰექტარზე უნდა განთავსდეს.

ადგილობრივები წყალტუბოს საკრებულოს შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია ცუდადაა შერჩეული.

"პირველ რიგში არ გვნებავს იმიტომ, რომ ეს ნაგავსაყრელი კეთდება ჩვენ ეზოებში, ადგილი არის შეუსაბამო. დღეს მოვედით აქ ამ ყრუებს იქნებ გავაგებინოთ რამე, რომ ჩვენ ეზოებში არ გავაკეთებინებთ ნაგავსაყრელს. დარღვეულია ყველანაირი სტანდარტი, რაც ნაგავსაყრელს გააჩნია", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სურთ საკრებულოს სხდომას დაესწრონ და ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნონ ის პრობლემები, რაც ნაგავსაყრელის გაკეთების შემთხვევაში ექმნებათ. 

ადგილობრივებს მხარდაჭერას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი