ჩუღურეთის რაიონში, "ფაბრიკას" ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში გვითხრეს, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და შესაბამის ღონისძიებებს აწარმოებენ. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
"ფაბრიკას" მმართველ კომპანია "აჭარა ჯგუფში" კი მედიასთან ამბობენ, რომ მათთან საფრთხისშემცველი ინფორმაცია შევიდა, რის გამოც თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.