ამ წუთებში, თბილისში სასტუმრო "ამბასადორი" იწვის. ცეცხლი სულ უფრო ძლიერდება და ის უკვე სასტუმროს მთელ შენობასაა მოდებული. ცნობილია, რომ შენობაში ადამიანებიც იმყოფებიან.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია. დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვარვევთ.