"ამბასადორში" გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

გამოქვეყნდა:

სასტუმრო "ამბასადორში" გაჩენილი ხანძრის შედეგად არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ცნობილია, რომ შენობაში ამ დროისთვის არავინ იმყოფება. მოქალაქეებმა სასტუმროს დატოვება მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფ სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. 

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი