უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში, სადაც წვიმის წყალმა რამდენიმე ქუჩა დატბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულებების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.