დღეიდან ტაქსების ნაწილს ავტობუსის ზოლში გადასვლა-გაჩერების უფლება ექნება

გამოქვეყნდა:

თბილისში 1 აპრილიდან A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მგზავრის აყვანისა და ჩასმის მიზნით ავტობუსის ზოლში გადასვლისა და გაჩერების უფლება ექნებათ.

ამასთან, ახალი რეფორმის თანახმად, დღეიდან აპრილიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსებზე მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს ერთჯერადად გასცემს.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა 2018 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე - 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. რეფორმის შედეგად, A კატეგორიაში 19 348 ნებართვა გაიცა, ხოლო B კატეგორიაში - 7 798. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი