დაგროვდა უამრავი კითხვა, მათ პასუხის გაცემა არ სურთ - თეოლოგი მედიისთვის საპატრიარქოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

თეოლოგი გოჩა ბარნოვის თქმით, საპატრიარქოს მხრიდან ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზეზი კრიტიკული მედიის კითხვებისგან თავის არიდებაა.

ბარნოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, საპატრიარქოს მიმართ გაჩნდა კითხვები უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან, კიევ პეჩორის ლავრას ირგვლივ არსებულ ვითარებასთან და თემაზე პატრიარქის წერილთან დაკავშირებით, თუმცა საპატრიარქოს ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

"დაგროვდა უამრავი კითხვა, კონკრეტულად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით ან კიევ პეჩორის ლავრასთან დაკავშირებით პატრიარქის წერილთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ კითხვებზე მათი მხრიდან პასუხია გასაცემი, მათ კი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურთ, რატომ იმიტომ რომ აქვთ პრორუსული პოზიცია და აქვთ რუსული ეკლესიის გავლენები, შესაბამისად, მათ არ სურთ შეხვედრა კრიტიკულ მედიასთან, ამიტომაც აწესებენ ამგვარ შეზღუდვებს. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რომ მეუფე შიო მუჯირი გაურბის ჟურნალისტების შეკითხვებს და ის პირდაპირ მანქანაში ჯდება და მათ საერთოდ არ ელაპარაკება. არ ელაპარაკება იმიტომ რომ არ აქვს პასუხები კრიტიკული მედიისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ უკრაინის თემა და ამ ბოლო დროს კიევ პეჩორის კლავრაში განვითარებული მოვლენები, საპატრიარქოს სამარცხვინო წერილი", - ამბობს გოჩა ბარნოვი.

შეგახსენებთ, 30 მარტს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მოახლოებულ დღესასწაულებზე სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი