მრავალსართულიან კორპუსებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი 2028 წლამდე გადაიდო. პარლამენტმა განკარგულება უკვე დაამტკიცა.
ოფიციალური მიზეზი დეველოპერული კომპანიების მოთხოვნაა, თუმცა მშენებლობით დაზარალებულთა ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილების უკან კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებს ხედავს და ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.