"ჯანდაცვაში მითხრეს, ჯერ ხომ არავინ დაღუპულა" - მოქალაქეების თქმით, ქვეყანაში ინსულინის მარაგი არაა 

გამოქვეყნდა:

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ საქართველოში ინსულინის მარაგი ისევ არ არის. მათი ცნობით, კანონმდებლობის თანახმად, ისინი ყოველთვის სამი თვის სამყოფ მარაგს იღებდნენ, ბოლო რამდენიმე თვეა კი სახელმწიფო მათი შვილებისთვის ინსულინის საჭირო რაოდენობას აღარ გასცემს და მიღებული მედიკამენტი მხოლოდ თითო კვირის სამყოფია.

მშობლები უკვე თვეებია კითხვებზე პასუხების მიღებას უშედეგოდ ცდილობენ და ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს ინსულინის შემოტანაზე ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია.

"რაც კანონში წერია, რაც ბიუჯეტში ჩადებულია და ჩვენს შვილებს კანონით ეკუთვნით, ამას ვითხოვთ. როგორც მე და თქვენ ჰაერის გარეშე ვერ ვიარსებებთ, ლანტუსის გარეშე, ბაზალური ინსულინის გარეშე დიაბეტიანი ვერ იარსებებს. ჩვენი მშობლების მოსაზრებაა, რომ სახელმწიფოს ტენდერი არ გამოუცხადებია, აქედან გამომდინარე ამიტომ არ არის მარაგი და გუშინ ჯანდაცვის თანამშრომელი მეუბნება, ჯერ ხომ არავინ დაღუპულა. რომელიმე ბავშვი ინსულინის გარეშე რომ დაიღუპება, მაშინ მოხდება ტრაგედია?!", - ამბობს შაქრიანი დიაბეტის მქონე ერთ-ერთი ბავშვის ერთ-ერთი მშობელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი