სასაზღვრო პოლიცია პარალიზების ზღვარზე | აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა

გამოქვეყნდა:

პრაქტიკულად სრულად დაუცველი საზღვრები და ჩამოშლილი სასაზღვრო პოლიცია. აუდიტის სამსახური აქვეყნებს დასკვნას, რომელიც ნათელს ხდის პრობლემების სიმწვავეს საქართველოს საზღვრების დაცვის საკითხებში. დაგვიანებით გაცემული, არასეზონური ფორმები, მწყობრიდან გამოსული იარაღი და ტექნიკა, მოძველებული სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი.

მესაზღვრეები, რომლებიც ქვეყანას იცავენ, ხშირ შემთხვევაში ენთუზიაზმით და საკუთარი რესურსების ხარჯზე მოქმედებენ. ამ უმძიმესი მდგომარეობის ერთ-ერთი შედეგი კი არის ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თითქმის არც ერთი მონაკვეთი უწყვეტად არ კონტროლდება.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი