"ვიზუალის გამოა დაჭერილი... რომ ნახავდა, რომ რობოკოპები ემზადებოდნენ დასარბევად, იცვამდა და მორბოდა" | ლაზარე გრიგორიადისის მამა

გამოქვეყნდა:

კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს სადაც ლაზარეს მამა, ბექა გრიგორიადისი შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო სამედიცინო დამხარება დასჭირდა. ამის შემდეგ მან მედიასთან ისაუბრა.

ბექა გრიგორიადისის თქმით, ლაზარე დაჭერილია მისი ვიზუალისთვის და მას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს, რადგან აქციაზე მხოლოდ "ოცნების რუსულ კანონს" აპროტესტებდა 

"ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემს შვილს, რომ  ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც მთვრალი, ან ხომ გამოიყენეს..ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის დაჭერილი ბავშვი, შეარჩიეს ჯიგრულად, მამამისის ფოტო ამოიღეს  6 წლის წინანდელი, რომ სადღაც ვიღაცასთან სურათი აქვს გადაღებული და წავიდა წამოვიდა. მე ჩემს შვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. ჩემი ბიჭი,არცერთ პარტიაში არ იყო და არც ყოფილა, ის ყოველთვის ასე  უყურებდა ტელევიზორს, რომ ნახავდა, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად იცმევდა და მორბოდა, უდგებოდა ხალხს გვერდით. ანუ, იქ არ იყო მისული ვინმეს დაძახებით ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან, წამოვიდა და დადგა იქ სადაც იყო" - ამბობს ლაზარეს მამა.

შეგახენებთ, რომ ამ წუთებში კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი