რამდენიმე დღეა პარალიზებულია მიმოსვლა დასავლეთის მიმართულებით - რიკოთის გვირაბი და საავტომობილო გზა დაკეტილია, რის გამოც ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი მოძრაობისთვის ფაქტობრივად უვარგისია, ავარიული გზა რამდენიმესაათიან საცობს ქმნის, ამ დღეების განმავლობაში დაფიქსირდა რამდნეიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც.
მძღოლები ამბობე, რომ ხშირად საცობში ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში უწებთ.
"აქერდან თბილისში როცა მიდიხარ 6 საათი გინდა ჩასვლა, არც გყოფნის კიდე 6 საათი. აქედან კიდე მუშაობენ და იქით რაც იყო შესაჭმელი, შეჭამეს სულ. საცობები? საცობებია ნუღა მეტყვით",- ამბობენ ადგილობრივები.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია როდის გაიხსნება მიმოსვლა რიკოთის უღელტეხილზე.