"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში იქ მცხოვრებ მოქალაქეების დასახმარებლად ჩავიდა, მაგრამ პოლიციამ არ შეუშვა.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ძალა ერთობაშია და Egor Kuroptev.
ვაწარმოებთ საქველმოქმედო პროექტს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეების დასახმარებლად.
დღეს ჩამოვედით სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც არ შეგვიშვეს.
ეხლა წამოვედით სოფელ გამდლისწყაროში და აქ უკვე პოლიციამ დამაკავა.
ეს პოსტი დავწერე მე, ბახვა გვარამიამ.
დათო პოლიციის მანქანაშია.
დაკავებულია.
UPD
გამომიშვეს. მაგრამ ოჯახებში მისვლის უფლება ჯერ არ გვაქვს.
სრული მარაზმი.",- ნათქვამია განცხადებაში.