ქალები ძალადობის წინააღმდეგ | სოლიდარობის მარში თბილისში

გამოქვეყნდა:

ქალები ძალადობის წინააღმდეგ - ამ წუთებში თბილისის ცენტრში ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. ასეულობით ქალი უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ ერთიანდება.

მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულებები, მათ შორის ევროინტეგრაციის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ქალთა მიმართ ჩაგვრა და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება. მათ კი, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, ხშირ შემთხვევაში ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება - შემოგვიერთდით მასობრივ სოლიდარობის მსვლელობაში.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი