ხელისუფლება ხალხის სახელით მილაირდობით ლარს განკარგავს და ამტკიცებს, რომ ისევ და ისევ ხალხისთვის. ამ მოქალაქეებს შორის არიან აქონდროპლაზიით დაავადებული რამდენიმე ათეული ბავშვის მშობლებიც, რომლებიც საკუთარი შვილების რთულ მდგომაროებას უყურებენ და ვერ ეხმარებიან.
აქონდორპლაზია გენეტიკური დაავადებაა, ველები არათანაბრად იზრდება, რასაც თან ახლავს ქრონიკული ტკივილები. ბოლო წლებში თანამდეროვე მედიცინამ მიაგნო საშუალებებს, რომლითაც ამ დაავდების მქონე ბავშვებს ზრდაში და ტკივილების უკუგდებაში დაეხმაროს. თუმცა ამ დაავადების მქონე ბავშვებს, სულ რამდენიმე ათეულ მოზარდს სახელმწიფო არაფრით ეხმარება.
სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო - იგივე პრინციპით უდგება სისტემა დიაბეტის მქონე ბავშვებსაც, რომლებსაც მუდმვიად აქვთ ინსულინზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.