ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში ცოფის 2 შემთხვევა - ძაღლსა და მსხვილფეხა პირუტყვში ლაბორატორიულად დადასტურდა.

სოფლებში - ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. აცრები მიმდინარეობს ალპანის თემშიც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი