გლდანში დისტრიბუციის მანქანა სილამაზის სალონში შევარდა - დაშავდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრო რაიონში დისტრიბუციის მანქანა სილამაზის სალონში შევარდა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც დისტრიბუციის მანქანა იქვე არსებულ სილამაზის სალონის შესასვლელს დაეჯახა.

როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან ერთ-ერთი სალონში მყოფი პირია, დანარჩენები კი მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომები იყვნენ.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი