აქცია ზეღდულეთში - ადგილობრივები წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის საკითხს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში - ადგილობრივები წყლის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის საკითხს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს საბავშვო ბაღთან და რიტუალების დარბაზთან ახლოს, რაც უსაფრთხოების ზომების დარღვევად მიაჩნიათ, ასევე შიშობენ რომ ახალი ჭაბურღილი მათი პირადი ჭების დაშრობას გამოიწვევს და უწყლოდ დარჩებიან.

მოსახლეობას მერის წარმომადგენელი და ზეღდულეთის დეპუტატი საკრებულოში შეხვდნენ. ისინი განმარტავენ რომ სამუშაოები რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, არსებობს გეოლოგის დასკვნა და ყველა ნებართვა იმისთვის, რომ ჭაბურღილი სწორედ ამ ადგილზე დაიბურღოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი