7/9 მარტის აქციების შემდეგ ჩემი და PostTv-ის თანამშრომლობა დასრულდა, გამომიშვეს პოლიტიკური შეხედულების გამო -ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

PostTv-ის ჟურნალისტი სოფია კაჭარავა Facebook-ზე წერს, რომ ის სამსახურიდან 7-9 მარტის აქციების შემდეგ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

 7/9 მარტის აქციების შემდეგ ჩემი და ტელეკომპანია "პოსტივის" თანამშრომლობა დასრულდა. 17 მარტს არხიდან გამომიშვეს დისკიმინაციულ საფუძველზე, ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო. რომ მმგონია, რომ არხთან თანამშრომლობა დავასრულე, გუშინ, 3 აპრილს არხის გენერალური დირექტორისგან თემურ ჭარელაშვილისგან მივიღე წერილი, სადაც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ მათი თანამშრომელი ვარ და მსაყვედურობენ სამსახურის სისტემატური გაცდენის თაობაზე. აშკარაა, რომ ახლა ცდილობენ, ჩემი დისკრიმინაციულ საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება, შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაში გადააკვალიფიცირონ. აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი სიმართლისთვის! მე ვიცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს" - წერს  სოფია კაჭარავა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი