რიკოთი ისევ პარალიზებულია | როდის გაიხსნება ავტომაგისტრალი

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო კვანძი კვლავ პარალიზებულია. რიკოთის უღელტეხილი თითქმის ერთი კვირაა დახურულ ზონად არის გამოცხადებული და ხელისუფლება მძღოლებს ალტერნატიულ მარშრუტად გრძელ და სახიფათო გზას სთავაზობს.

ეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ის მონაკვეთია, სადაც ცოტა ხნის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა გვირაბი დაანგრია, თუმცა საფრთხე არც ჩატარებული სამუშაოების პირობებში განეიტრალებულა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებამ კვალიფიციური და ობიექტური დასკვნის გარეშე შესაძლოა ტრაგედიამდე მიგვიყვანოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი