ქუთაისში მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ - ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მასწავლებელს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად, სოციალურ ქსელში მშობელი აქვეყნებს. მისი თქმით, ქუთაისის მე-6 სკოლაში, ისტორიის პედაგოგი ბავშვს გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკურად ეხება და შეურაცხყოფას აყენებს.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სიტყვიერ შენიშვნას და ფიზიკურ შეხებას ადგილი ჰქონდა, მიუხედავად ამისა ამბობენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრი, დაწყებულია მოკვლევა.

არსებული ინფორმაციით, შესწავლამდე მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი