ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკის 100-მდე მედპერსონალმა პრესკონფერენცია გამართა. კლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და არსებული დავალიანების გახადას მოითხოვენ.
ამასთან, მედპერსონალი არასათანადო პირობებსა და სამუშაო საათების შემცირებას აპროტესტებს. მათი თქმით, საათების შემცირების გამო, მინიმალურ ხელფასზე უწევთ მუშაობა და არსებულ ხელფასსაც დაგვიანებით იღებენ.
კლინიკის მოთხოვნები დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა გააჟღერა, მათი ინფორმაციით, მედპერსონალი სამართლებრივ დავას გეგმავს.