პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, მეტროს მუშაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაიხსნება მოძრაობა.