ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - ცეცხლი უკიდია ლილოს ბაზრობის ნაწილს

გამოქვეყნდა:

ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - ცეცხლი უკიდია ლილოს ბაზრობის ნაწილს. ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი ორ საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა და მის ჩაქრობას ამ წუთებშიც ათზე მეტი სახანძრო სამაშველო ბრიგადა ცდილობს. წინასწარი ცნობით იწვის ტანსაცმლის რამდენიმე საწყობი. 

სავაჭრო ობიექტების მფლობელები ადგილზე არიან, მაგრამ მეხანძრეები მათ კერასთან მიახლოებას უშლიან. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პატრულის ეკიპაჟებიც იმყოფებიან. მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ბაზრობის მიმდებარე გზები ნაწილობრივ გადაკეტილია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი